სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არაჩვეულებრივი შვილი მყავს, ძალიან მაგარი ადამიანი და ჩემი მოტივატორი“ დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ია უძილაურთან

დრონი.ჯი წარმოგინდენთ რუბრიკას „ცნობილი ქართველი დედები“

დღეს ჩვენი რუბრკის რესპოდენტი, ბოდიბილდერი და ტელეწამყვან ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი ია უძილაური გახლავთ. სწორედ ნიკა გრიგოლიასგან ჰყავს იას უსაყვარლესი ბიჭუნა.

- როგორ ფიქრობ, რამდენად კარგი დედა ხარ?

- ალბათ ჩემ შვილს უნდა ვკითხოთ. ვფიქრობ რომ არაჩვეულებრივი შვილი მყავს, ძალიან მაგარი ადამიანია და ჩემი მოტივატორი. ვცდილობ ვიყო საუკეთესო, ვერ გეტყვით როგორ გამომდის.

- შენი აზრით, რამდენად ჩართული უნდა იყოს მამა შვილის აღზრდაში?

- რა თქმა უნდა, ჩართული უნდა იყოს მამა შვილის აღზრდაში, ეს აუცილებელია და მამაჩემი ამის კარგი მაგალითი მყავს. ეს კი ძალიან მახარებს.

- ცნობილი ქართველი ქალებიდან, ვინ არის შენი ფავორიტი დედა?

- არ ვიცი , მიჭირს გახსენება. არაცნობილებიდან ძალიან ბევრი. გარშემო იმდენი არაჩვეულებრივი ქალია სულ აღფრთოვანდები. ჩემთვის ფავორიტი, დედაჩემია!

- აპირებ თუ არა ისევ შვილის გაჩენას?

-დაპირებით არ ვაპირებ ჯერ, მაგრამ მინდა თუ არა გაჩენა? გეტყვით, რომ კი მინდა და მეტიც, ბევრი შვილების გაჩენა მინდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100