„ბულგარიას“ ჩაძირვის დროს დაღუპული ბავშვების მემორიალი გაქურდეს (ვიდეო)
სამგზავრო კატარღის, „ბულგარიას“ ჩაძირვიდან ჯერ სულ რაღაც ერთი თვეა გასული, ყაზანში კი გაუგონარი შემთხვევები ხდება: სანაპიროსთან აგებული მემორიალი, რომელიც ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ხსოვნის უკვდავსაყოფად დადგეს, უცნობმა პირებმა რამდენჯერმე გაქურდეს. უფრო სწორად, უკვე რამდენიმე დღეა, მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან საბავშვო სათამაშოები ქრება. არსებობს ვარაუდი, რომ სათამაშოებს იპარავენ, მერე კი იქვე, ახლოს მდებარე ბაზრობაზე ჰყიდიან. პოლიციამ ამ დრომდე ვერ შეძლო ქურდების დაკავება, რაც ადგილობრივი მცხოვრებლებისა და დაღუპული ბავშვების ჭირისუფალთა აღშფოთებას იწვევს.
კომენტარი