სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დიდუბის მეტროსთან ჩამოუგდია და საავადმყოფოში გადაიყვანეს"- დრონი.ჯი ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალებით

წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად გარდაცვლილი 41 წლამდე მამაკაცის ცოლი გამტაცებელმა დიდუბის მეტროსთან "ჩამოაგდო" - ამის შესახებ დრონი.ჯი-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

"ვარკეთილიდან რომ წაიყვანა, გზაში არვიცი რა მოხდა, დიდუბის მეტროსთან ჩამოუგდია, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, არვიცი მგონი დაზიანებები ჰქონდა და მაგიტო"- აცხადებს ჩვენთან საუბარში ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 48 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შემდეგ მკვლელმა მოკლული მამაკაცის გია ფეიქრიშვილის ცოლი გაიტაცა და გაიქცა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - ნათქვამია განცხადებაში.

(ფოტოზე მოკლული გია ფეიქრიშვილი და მისი გატაცებული მეუღლე)

სხვა დეტალები იხილეთ ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიაში.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100