4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სწრაფად დაასრულეთ სამსახურის საქმეები. გარშემო მყოფები ჭირვეულობენ და თავად უნდა გამოავლინოთ დიპლომატია. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.
კურო
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. კოლეგებს იდეები გაუზიარეთ. მარტივად გაუმკლავდებით დაგროვილ და ჩახლართულ საქმეებს. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. ზოგიერთს დაწინაურება ან ხელფასის მომატება ელის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიური საქმეების შესრულებას. მოერიდეთ რისკსა და ავანტიურას. გამონახეთ დრო და საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.
ლომი
საინტერესო დღე გელით. შეხვდებით თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამოს საჩუქრები და სიურპრიზი გელით.
ქალწული
ყურადღებას ნუ მიაქცევთ გაღიზიანებული უფროსის ან კოლეგის სიტყვას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. თუ საყვარელი ადამიანი ჭირვეულობს, მის მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ.
სასწორი
მოერიდეთ კამათს და ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
მორიელი
შანსი მოგეცემათ გააუმჯობესოთ სიტუაცია გარშემო მყოფებთან. ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ. საყვარელი ადამიანი თქვენთან საღამოს გატარებაზე ოცნებობს.
მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. თქვენი იდეები უფროსს, კოლეგებს გაუზიარეთ. პირად ცხოვრებაში იდილიური სიტუაცია სუფევს.
თხის რქა
იყავით მომთმენი, როგორც გარშემო მყოფების, ასევე სიტუაციის მიმართ. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. საყვარელ ადამიანს მზრუნველობით მოხიბლავთ.
მერწყული
მიუხედავად საქმეებისა და ვალდებულებებისა, მაინც მხიარული და საინტერესო დღე გელით. გავლენიანი მეგობრები იდეების რეალიზებაში, პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან.
თევზები
სამსახურის საქმეები თქვენგან მეტ დაკვირვებას მოითხოვს. დაღლილობის მიუხედავად არ გამოაკლდეთ წვეულებას. ნუ დაივიწყებთ ნათესავებს, მოუწყვეთ მათ საოჯახო ვახშამი.
კომენტარი