სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის გახსნა

"ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად ვუპატრონებთ ჩვენს ქვეყანას!
მოდით, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!"-ამ მოწოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩეველს კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე მიმართა. სიტყვით გამოსვლისას მან ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
“დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი ტიპის, ევროპულად მოაზროვნე ლიდერები. სწორედ ადგილებზე, ქვედა დონეებზე უნდა გვყავდეს ისეთი ლიდერები, რომლებიც არა ერთპიროვნულად, არამედ ხალხის აქტიური მონაწილეობით მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს,”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე.
მისივე თქმით, ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნებაა არჩევნებმა დემოკრატიულ გარემოში ჩაიაროს დაპოლიტიკურ ძალებს თანაბარი საარჩევნო გარემოჰქონდეთ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალმა ხელისუფლებამ შეასრულა დანაპირები -მიიღო თვითმმართველობის კოდექსი, რომლის მიხედვითაც გადამწყვეტი სიტყვა ხალხზეა.
“ახლა ჯერი მიდგა თვითმმართველობის რეფორმის რეალურ განხორციელებაზე, რაც თვითმმართველობისარჩევნების შემდეგ პრაქტიკულად უნდა ავამოქმედოთ.რეფორმის ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება ის, რომ ქვეყნის მართვა ცენტრალური ხელისუფლების მითითებით, ზემოდან კი არ მოხდება, არამედ თავად ხალხი, ქვემოდან, ადგილებიდან, თვითმმართველი ორგანოებიდან შეძლებს ქვეყანის მართვას,”-განაცხადა პრემიერმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ თითოეულ მოქალაქის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებაზე.
დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა და ამომრჩეველს წარუდგინა პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ კანდიდატები საქართველოს 12 ქალაქის მერის თანამდებობაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100