ბექა ოდიშარია: ჩვენ ახლა ვდგავართ ზღვარზე სიძულვილის და შურისძიებისკენ წავიდეთ, თუ წავიდეთ წინ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა.
კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ის რეგულარულად ხვდება საკუთარ ამომრჩეველს და მათგან ისმენს არსებულ პრობლემებს, თუმცა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც წინ არჩევნების მეორე ტურია მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ თუ როგორი არჩევანის წინაშე დგანან. „ მოქალაქეებთან მუდმივად ვართ კავშირზე.
თუმცა მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს თავის ხალხის წინაშე, ვალდებული ვიყავი საქმის კურსში ჩამეყენებინა მოსახლეობა იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და რა საშიშროებებს შეიცავს იგი. ჩვენ გვსურდა ევროპული კამპანიის ჩატარება, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად დღის წესრიგიდან იყო ჩახსნილი. მივიღეთ ბინძური კამპანია. ახლა კი ჩვენ ვდგავართ ზღვარზე რევანშის, სიძულვილის და შურისძიებისკენ წავიდეთ, თუ წავიდეთ წინ “ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
კომენტარი