პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი სირთულეებს მარტივად დააღწევთ თავს და არავის მისცემთ თქვენი შეშინების უფლებას. მოთოკეთ ემოციები, რათა არ გაგიფუჭდეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მოერიდეთ ინტრიგან ადამიანებს და ნუ ეცდებით, ისინი სწორ გზეზე დააყენოთ.
კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მეტი დაკვირვება გმართებთ რუტინული საქმეების მოგვარებისას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას კოლეგასთან, საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სულიერი მდგომარეობა. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილების მიღებისას და შეფასებებისას. შეიძლება ახალმა სასიყვარულო კავშირმა გაგიტაცოთ ან ახალმა შემოქმედებითმა იდეამ.
კირჩხიბი
საქმეების მოგვარებაში შეიძლება ხელი შეგიშალოთ უსიამოვნებამ პირად ცხოვრებაში ან ოჯახის წევრებთან. სწრაფად უნდა გამოხვიდეთ სტრესული მდგომარეობიდან. მოერიდეთ არასაჭირო ექსპერიმენტებსა და ზედმეტ სენტიმენტალურობას.
ლომი
არაორდინარულ ადამიანებს გაიცნობთ ასეთსავე სიტუაციაში. მაგალითად, ქუჩაში. შეიძლება შეგეცვალოთ ინტერესთა სფერო, დღის განრიგი. გადაღლილმა ლომებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ენერგიის, ძალების აღდგენას.
ქალწული
მოიმატებს მეტის კეთების, მეტის გამომუშავენის სურვილი. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის მოსაძიებლად. შეიძლება ფული მივიწყებული ჰობის განახლებამ მოგიტანოთ. მოიშორეთ დრომოჭმული კავშირები, საქმეები, რათა მათი ადგილი ახლებმა დაიკაოს.
სასწორი
შეიძლება გაგაკვირვოთ პარტნიორის მოთხოვნებმა და პრეტენზიებმა. უფროს საქმეების დასრულებას დაუყოვნებლივ მოგთხოვთ. იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, ღირსეულად გაართვათ თავი დაბრკოლებებს.
მორიელი
დღეს გარშემო მომხდარი მოვლენების გამო გულგრილი ვერ გახდებით. ეცადეთ, სტრესულ სიტუაციაშიც კი არ დაკარგოთ სულიერი სიძლიერე. მოერიდეთ უსიამოვნებას საქმიან პარტნიორებთან, კავშირის გაწყვეტას უცხოელ კოლეგებთან.
მშვილდოსანი
ცვლილებები გელით სამეგობრო წრეში, კოლეგებში. შეიძლება მოგიწიოთ თანამდებობის დატოვებამ ან საკუთარი უფლებების დაცვამ. იმოქმედეთ დიპლომატიურად. ეცადეთ, პირადი ამბიციები და გარშემო მყოფთა ინტერესები ერთმანეთს მშვიდობიანად შეუთანხმოთ.
თხის რქა
დიდი და პატარა ცვლილებები დღეა სამსახურშიც და ოჯახშიც. ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ახლობლების, კოლეგების აზრიც გაითვალისწინოთ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს, თუ არ გსურთ, სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
მერწყული
ნუ შეადგენთ დღის გეგმას. სიტუაციის მიხედვით უნდა იმოქმედოთ. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური. რეორგანიზიცია მოსალოდნელია სამსახურში, კოლექტივში. თქვენს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნუ იქნებით სუბიექტური.
თევზები
ნუ ხართ ზედმეტად მიმდობი და სენსიტიური. ამით შეიძლება თქვენ მიმართ მტრულად განწყობილმა ადამიანებმა ბოროტად ისარგებლონ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს. შეიძლება ახალი ინტერესი გაგიჩნდეთ, მაგრამ დაკვირვება მარტივი დეტალის მიმართაც განსაკუთრებული გმართებთ.
კომენტარი