მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი ზუგდიდელი კარატისტი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი ჯიქიასთან
25 წლის ზუგდიდელი
კარატისტი გიორგი ჯიქია, ახლახანს ამერიკაში
გამართულ პრესტიჟულ კომერციული ტურნირიდან სამშობლოში, ვერცხლის მედალით დაბრუნდა.
ქართველმა კარატისტმა ოთხი ორთაბრძოლა მოიგო და მეხუთე შეხვედრაში დამარცხდა, სადაც
მექსიკელი მეტოქე ჰყავდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს დამარცხება მინიმალურ ქულებს შეადგენს. ამ ახალგაზრდა სპორტსმენმა, საქართველოს სახელი
მსოფლიო ასპარეზზე გაიტანა და საკმაოდ წარმატებულად. გიორგი ამჟამად ამერიკაში ასპარეზობს.
დრონი.ჯი კარატისტს დაუკავშირდა
და გაესაუბრა.
- გიორგი, დრონი.ჯი-ს მკითხველს შენი თავი უკეთ რომ გავაცნოთ - მოგვიყევი შენს შესახებ...
- მე ვარ გიორგი ჯიქია, დავიბადე ზუგდიდში, სპორტით ოთხი წლიდან ვარ დაკავებული.
ვარ 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი კარატე - დო ში, ასევე მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი. მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული...
ჯამში 192 პირველი ადგილის მფლობელი გახლავართ. ვვარჯიშობდი ბელგიაში, იქაურობამ დიდი გამოცდილება მომცა. ამჟამად ვიმყოფები ამერიკაში,
სადაც ზოგჯერ ამერიკის სახელით მიწევს ტიტულებზე მონაწილეობის მიღება.
- რამდენი ხანია რაც ამ სპორტით ხარ დაკავებული? შენი
ბოლო წარმატების შესახებ გვიამბე...
- 21 წელია, რაც კარატით ვარ დაკავებული. ვიღებდი მონაწილეობას „ლას ვეგას ოფენ“-ზე,
სადაც მონაწილეობდა სამოცი
ქვეყნის 11ათასი სპორტსმენი. ძალიან რთული ბრძოლები მქონდა ფინალამდე მისასვლელად, მაგრამ ვიცოდი ის დღე
ჩემი იყო,
მეორე დღეს ფინალური
ორთაბრძოლა გაიმართა,
სადაც 3:3 დავმარცხდი. ჩემი აზრით, მსაჯების
არასწორი გადაწყვეტილებით.
- რას ურჩევდი ამ სპორტით დაკავებულ ახალ თაობას?
- ბევრი იშრომონ, არ დანებდნენ,
ყოველთვის ვერ იქნები გამარჯვებული, მაგრამ
ეს არაფერს ცვლის. იყვნენ მიზანსწრაფული, ჯიუტები.
თუ რამეს იტყვიან ან ჩაიფიქრებენ, აუცილებლად
გაკეთონ და ალბათ, მაქსიმალისტები უნდა
იყვენენ.
არასდროს დაკმაყოფილდნენ თავიანთი
შედეგებით, მეტი მოითხოვეთ ცხოვრებისა და
საკუთარი თავისგან, სპორტი დიდ ენერგიას მოითხოვს.
კომენტარი