სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook ყველას არ მოსწონს

მსოფლიოში პოპულარულმა ACSI-მ, ForeSee Results-თან ერთად გამოკითხვა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ სოციალური ქსელი Facebook, გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მომხმარებელთა შორის პირველი არ არის: მართალია, შარშანდელთან შედარებით რეიტინგი 3, 1 ერთეულით გაიუმჯობესა, მაგრამ Wikipedia და YouTube მაინც უსწრებს.

კომპანიების ამ ანგარიშის კომენტირებისას სოცქსელის ლიდერებმა გამოცემა CNET-თან საუბრის დროს აღნიშნეს, რომ ფბ-ს მომხმარებელთა ნახევარზე მეტი საიტზე ყოველდღე შედის. პრესსამსახურში ასევე დაეთანხმნენ გასულ თვეს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, Facebook ადამიანთა ცხოვრებას აუმჯობესებს.

ACSI-ს კვლევის მიხედვით, „საყვარელი“ სოციალური რესურსების სიას ონლაინ-ვიკიპედია ლიდერობს, Google-ს კუთვნილი YouTube მეორე ადგილზეა. მომხმარებლებმა მათი სერვისები მაღალი მაჩვენებლებით შეაფასეს, რასაც სხვა სოციალურ რესურსებზე, მათ შორის, ვერც ფბ-ზე ვერ ვიტყვით. ასეთი საიტების ჯამური რეიტინგი 67 პროცენტს შეადგენს, წინა წელს კი 72 პროცენტს აღწევდა.

საძიებო სისტემებს შორის პირველობას კვლავ არ თმობს Google (83%), რომელმაც მაჩვენებელი 4 პროცენტით გაიუმჯობესა. მას მოსდევს Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი Bing (82%), რომლის რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, მთელი 7 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება საინფორმაციო ვებ-გვერდებს, აშშ-ში მათი რეიტინგი ასე გადანაწილდა:

FoxNews.com (82%), ABCNews.com (77%) და USAToday.com (76%).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100