სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარღვევისთვის დააჯარიმეს

კა­ხეთ­ში პო­ლი­ცი­ამ ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის 9 პირი და­ა­ჯა­რი­მა.

შემ­თხვე­ვა დღეს, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის შემ­დეგ მოხ­და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში. პო­ლი­ცი­ამ და­ა­ჯა­რი­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და მისი 8 მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში გო­გო­ნას ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად მი­ვიდ­ნენ.

რო­გორც ჩვენთვის არის ცნობილი, ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სოფ­ლის სტა­დი­ონ­ზე გუ­ლის ფორ­მის კო­ცო­ნი აან­თო და ასე აპი­რებ­და ხე­ლის თხოვ­ნას, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ჯა­რი­მეს ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა იწ­ვევს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 3000 ლა­რით.

წყარო: AMBEBI.GE

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100