სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კოვიდგადატანილმა პაციენტებმა პირბადე აუცილებლად უნდა ატარონ - შეიძლება ისინი ვირუსის მატარებლები იყვნენ"

გიორგი ღოღობერიძის თქმით, კოვიდგატანილმა პაციენტებმა ნიღაბი აუცილებლად უნდა ატარონ, რადგან ისინი შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ და სხვა დააინფიცირონ. ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ დარჩენილი იმუნიტეტი ადამიანს ამჟამად დედამიწაზე გავრცელებული კორონას ყველა შტამისგან იცავს.

„ხალხს ჰგონია, რომ თუ მათ კოვიდი მოიხადეს, შეუძლიათ ნიღაბი აღარ ატარონ ან დისტანცია აღარ დაიცვან, მაგრამ იცოდეთ, მათ კი მოიხადეს კორონავირუსი და შეიძლება რეინფიცირება აღარ მოხდეს, მაგრამ ისინი ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ და სხვა დააავადონ, ამიტომ ყველა რეკომედაცის დაცვა უნდა განაგრძონ. კორონას გადატანის შედმეგ, ეს იმუნიტეტი დედამიწაძე ამჟამად გავრცელებული კორონავირუსის ყველა შტამისგან გვიცავს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 796 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100