სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტესტი: შეეფერებით თუ არა თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთს სექსში?

უპასუხე შეკითხვებს შენი და შენი პარტნიორის მაგივრად, შემდეგ კი სთხოვე პარტნიორს, გააკეთოს იგივე – უპასუხოს შეკითხვებს თავისსა და შენ მაგივრად.

1. სხეულის რომელი ნაწილი გაქვს ყველაზე მგრძნობიარე?

ა) ყელი და ყურები.
ბ) უკანალი.
გ) ზურგი.
ც) მკერდი.

2. რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი?

ა) ორგაზმი.
ბ) ალერსი.
გ) თავად პროცესი.
ც) სულიერი ერთობის მომენტი სექსის შემდეგ.

3. შენი ყველაზე მკვეთრი სექსუალური ფანტაზია?

ა) სამთა სექსი.
ბ) სექსი სახალხოდ.
გ) სექსი შენი სქესის წარმომადგენელთან.
ც) უხეში სექსი.

4. საუკეთესო დრო სექსისთვის:

ა) დილა.
ბ) ძილის წინ.
გ) სპონტანური სექსი დღისით.
ც) ყოველთვის სხვადასხვაგვარად…

5. როგორია შენი იდეალური სექს-გრაფიკი?

ა) ყოველდღე;
ბ) კვირაში 2-3 ჯერ.
გ) დასვენების დღეებში.
ც) თვეში რამდენჯერმე.

6. როგორი ხმები გსიამოვნებს სექსის დროს?

ა) პარტნიორის კვნესა.
ბ) მსუბუქი მუსიკა.
გ) სიჩუმე.
ც) უწმაწური სიტყვები…

7. რას დაამატებდი თქვენს სექსუალურ ურთიერთობაში?

ა) მეტ ვნებას.
ბ) მეტ სინაზესა და სითბოს.
გ) სექს-ექსპერიმენტებს.
ც) მეტ სპონტანურობას…

8. რამ შეიძლება გააფუჭოს შენი აღგზნებულობა?

ა) პარტნიორის ინერტულობამ.
ბ) ცუდმა სუნმა.
გ) ხმაურმა.
ც) უადგილო ხუმრობამ.

9. თამაშები სექსში – ეს არის…

ა) გასართობი.
ბ) აღმგზნებია.
გ) უადგილოა.
ც) სავსებით შესაძლებელია.

10. ვინ უნდა იყოს სექსში დომინანტი?

ა) მამაკაცი.
ბ) ქალი.
გ) მონაცვლეობით.
ც) გააჩნია ხასიათს.

შეადარე პარტნიორის მაგივრად გაცემული შენი პასუხები მის ნამდვილ პასუხებს. ყოველ პასუხზე, რომელიც ერთმანეთს დაემთხვევა, დაიწერე 1 ქულა. ასევე უნდა გააკეთოს პარტნიორმაც.

0-2 ქულა – სექსს სათანადო დროს არ უთმობთ.

3-4 ქულა – შენი პარტნიორი ახალი წიგნივითაა, რომელიც უნდა შეისწავლო.

5-6 ქულა – სწორი მიმართულებით მიდიხარ, ყურადღება მიაქციე წვრილმანებს და ნუ მოერიდები შეკითხვების დასმას.

7-8 ქულა – ბევრი იცი მის შესახებ და არ გიჭირს მისი სურვილების ამოცნობა.

9-10 ქულა – პარტნიორის ასე ცნობა შესაშურია, მაგრამ მთავარია, – არა მარტო იცნობდე, არამედ ამ ცოდნას პრაქტიკაშიც იყენებდე.

რაც მაღალია თქვენი ქულები და რაც მეტად დაემთხვევა შენი და შენი პარტნიორის პასუხები ერთმანეთისას, მით მეტად შეეწყობით ერთმანეთს სექსში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100