სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ სტურუა: „ტაგანკის“ ასაღორძინებლად ძალა არ შემწევს

შოთა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებული რეჟისორი რობერტ სტურუამ „ტაგანკის“ თეატრში მუშაობაზე მანამდე ამბობს უარს, სანამ შეთავაზებას მიიღებს. როგორც მან „რია ნოვოსტის“ ცოტა ხნის წინ განუცხადა, „რომც შემოეთავაზებინათ, ვერ შევძლებდი. მე ძალიან მიყვარდა და მიყვარს ეს თეატრი, მაგრამ მისი ისტორია უკვე დასრულდა, თეატრის ხელახლა ასაღორძინებლად კი ძალა აღარ შემწევს“, – ამბობს რეჟისორი.

რობერტ სტურუამ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, კიდევ ერთი რუსული თეატრის, Et Cetera–ს პროდუსერის, ალექსანდრე კალიაგინის შემოთავაზებას დათანხმდეს. კალიაგინმა მას თეატრში მუდმივი მოწვეული რეჟისორის ფუნქცია შესთავაზა. „ამ შემოთავაზებისთვის მისი მადლიერი ვარ, მით უმეტეს, რომ მე ვიცნობ ამ თეატრს და იქ სპექტაკლებიც დამიდგამს“, – თქვა სტურუამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100