ღარიბაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო სადილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან სამუშაო სადილი გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას თურქეთთან, რომელსაც განიხილავს, როგორც საიმედო მოკავშირეს და სტრატეგიულ პარტნიორს. მანვე კმაყოფილება გამოთქვა ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკის გამო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო სათანადოდ წარმოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რა მიზნითაც შექმნილია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი.
სამუშაო სადილს თურქეთის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომენტარი