უმძიმესი კადრები და ახალი დეტალები უკრაინიდან - დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და შსს-ს მაღალჩინოსნები
18-მდე გაიზარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მანამდე დადასტურებული იყო 16 ადამიანის, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ დენის მონასტირსკის სიკვდილი.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას ინფორმაციით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.
სამართალდამცავები კიევის რეგიონში, ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ.
„ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ. მიმდინარეობს სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება SBU-ს [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური] დაევალა“,- თქვა გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.
კომენტარი