დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის პირველი ტესტი ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ჩატარებულმა პირველმა
ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ქუთაისის
ლაბორატორიის ხელმძღვანელმა განუმარტა.
"კორონავირუსის რვა ტესტი გავაკეთეთ, პასუხი უარყოფითი იყო,
პაციენტებს არ დაუდასტურდა კორონავირუსი, ქუთაისის ლაბორატორია 24
საათის განმავლობაში მუშაობს", – აცხადებს გოჩა გიორგიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქუთაისსა და ბათუმში
ზონალურ-დიაგნოსტილური ლაბორატორიების განთავსების გადაწყვეტილება 10
მარტს მიიღო.
კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების ტესტი, აქამდე მხოლოდ თბილისში
ლუგარის ლაბორატორიაში ტარდებოდა.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა
დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი.
სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 58.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო.
შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის
მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი
კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს
დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. COVID19 -ით
მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი
გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში,
სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ
გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის
პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.
კომენტარი