21 წელი - მაგთიკომი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის
21 წელია:
ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს
ვქმნით საკომუნიკაციო სერვისებს
უზრუნველვყოფთ ხარისხიან კავშირს
იმისთვის, რომ წარმატება მოვუტანოთ ქვეყანას, რაც თითოეული ჩვენგანის მომავალზე აისახება.
• ყოველდღიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს მაგთიკომის სერვისებით: მობილური და ფიქსირებული ტელეფონიით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, სატელიტური და IP ტელევიზიით
• მაგთიკომი პირველ ადგილზეა საქართველოს მობილური ტელეფონიის ბაზარზე
• მაგთიკომი პირველ ადგილზეა საქართველოს ინტერნეტის ბაზარზე
• მაგთიკომი პირველ ადგილზეა საქართველოს სატელევიზიო ტრანზიტის ბაზარზე
• მაგთიკომი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილის მიხედვით
• მაგთიკომი კომპანიების პირველ 5-ეულში შედის საქართველოში განხორციელებული მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით
• მაგთიკომი საქართველოში მსხვილ დამსაქმებელთა პირველ 20-ეულში შედის
• მაგთიკომს ასობით სოციალური პროექტი აქვს განხორციელებული ეგიდით „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“, რაც ქართული მწერლობის, მხატვრობის, თეატრის, კინოს, მუსიკის და სპორტის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ემსახურება.
ერთ-ერთი უახლესი ასეთი პროექტია მაგთის და დავით ალადაშვილის ერთობლივი ტურნე „პიანინო“, რომლის ფარგლებშიც პიანისტმა მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელი საქართველო მოიარა და კლასიკური მუსიკის 43 კონცერტი გამართა.
„პიანინოს“ დასკვნითი კონცერტი 22 სექტემბერს, მაგთიკომის დაბადების დღეს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე (#22-ში) გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს, უსასყიდლოდ შეეძლება.
მაგთიკომი მადლობას უხდის თავის მომხმარებლებს.
მათთან ერთად ჩვენი წარმატების გზა გრძელდება!
კომენტარი