ნატოს საბჭოს გამსვლელი სხდომა ნოემბერში თბილისში ჩატარდება
ნატოს საბჭოს გამსვლელი სხდომა ნოემბერში თბილისში ჩატარდება. საბჭოს სხდომის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 28 ქვეყნის ელჩი ნატოში. ამის შესახებ დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
საბჭოს გამსვლელი სხდომის თბილისში ჩატარებას და ელჩების ვიზიტს საქართველოში ნატოს გენერალურმა მდივანმა „საქართველოს მიმართ განსაკუთრებული პარტნიორობის ახალი დადასტურება“ უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს „ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში“.
კომენტარი