კეიტ მიდლტონის შიშველი სურათების ავტორი სკანდალურ ფოტომასალაზე ალაპარაკდა
კეიტ მიდლტონის შიშველი ფოტომასალის ავტორი აღნიშნული საქმის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმით გაკვირვებულია.
ჟურნალისტი ვალერი სუო არ აპირებს დამალვას. იგი თვლის, რომ პრინცი ჰარის შიშველი ფოტოების ავტორი დამალვით საქმეს ვნებს და იმავე შეცდომის გამეორებას არ აპირებს. სუო აღნიშნავს, რომ მას არც კანონი დაურღვევია და არც რაიმე სახის დანაშაული არ ჩაუდენია.
„მიდლტონი ჩვეულებრივი ცნობადი სახეა, რომელიც ხალხს აინტერესებს. თუ არ სურდა მსგავსი ყურადღების ცენტრში მოხვედრა, უნდა გაეთვალისწინებინა რომ სიშიშვლე პაპარაცების ობიექტივს არ დაემალებოდა. ამიტომ, მან გაიხადა და მეც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. დაკისრებული მოვალეობა კი მაქსიმალურად კარგად შევასრულე“, - ამბობს სუო.
ჟურნალისტს მხარს უჭერს მთავარი რედაქტორიც, რომელიც მას არ ადანაშაულებს და შესრულებული სამუშაოსთვის დიდ მადლობასაც უხდის.
მედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ სუოს კანონი არ დაურღვევია და სამეფო ოჯახის მხრიდან ჩივილი სრულებით უსაფუძვლოა, სასამართლო პროცესი ჟურნალისტის სასარგებლოდ წარიმართება და მსგავსი გამოსვლა მას ზიანს ვერ მოუტანს.
ვალერი სუო კი ცნობილ სახეებს ურჩევს სანამ გაიხდიან მანამდე კარგად დაფიქრდნენ სურთ თუ არა გამომცემლობების მთავარ გვერდებზე საკუთარი სიშიშვლის აღმოჩენა.
კომენტარი