სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხარებამ" სპეცრაზმი მზადყოფნაში მოიყვანა - რა ხდება თავისუფლების მოედანზე

გომელაურის უწყებამ თავისუფლების მოედანზე დამატებითი ძალები შეიყვანა - კადრებში, რომელიც "პირველებმა" გადაიღო ჩანს, მინიმუმ 8 ავტობუსი, რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

გადავიღეთ ნიღბები, ფარები და ხელკეტები. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლისა და სახანძროს მანქანებიც.

სპეცრაზმი სრულად არის ეკიპირებული და სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირისკენ უახლოეს პერიოდში გადაინაცვლებს.

ეს მაშინ, როცა დედაქალაქში მიმდინარე აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს - ისმის სიმღერისა და ცეკვის ხმა.

სპეცრაზმმა განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილი გამოვიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შიდა სივრციდან.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100