სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისაუბრეთ დაცვის ღონისძიებებზე და რაღაც კონკრეტული ახალი ინფორმაცია მომცეს - ნიკა გვარამიამ სუს-ი დატოვა

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვა, თუმცა არ დააკონკრეტა, რატომ დაიბარეს ის ლილუაშვილის უწყებაში.

"დეტალებში ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ, ვისაუბრეთ დაცვის ღონისძიებებზე და რაღაც კონკრეტული ახალი ინფორმაცია მომცეს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ერთი თვის წინ ვილაპარაკეთ თუ არ ვცდები. ყველაფერი ნორმალურად, იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინა საარჩევნო ტრიუკთან არ გვაქვს ადგილი", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მასზე შესაძლო ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია აგვისტოში მიაწოდა. სუს-მა ფაქტზე გამოძიება 6 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100