პაატა იმნაძე: ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ პირბადე თავისუფლად მოვიხსნათ
ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ პირბადე თავისუფლად მოვიხსნათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ჩვენ გარშემო ყველა ორჯერ ვაქცინირებული იქნება, მე უკვე თავისუფლად მოვიხსნი პირბადეს. ძალიან მინდა, ის დრო მალე დადგეს, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად დაჯდომა, საუბარი შემეძლება და არ მექნება იმის შიში, რომ ერთმანეთს ვირუსს გადავდებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარი