სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ ეროვნულ გამოცდებზე ნიღაბი სავალდებულოა, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას ვერ ვხედავ" - ბიძინა კულუმბეგოვი

ეროვნულ გამოცდებზე, კონდიციონერს არ ჩართავენ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნულ ინფორმაციას გადაცემაში "ღამის მთავარი" ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს ნიღბები ეკეთებათ, მაშინ საგამოცდო სივრცეებში კონციონერის გამორთვა აუცილებელი არ არის.

"თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ნიღაბი სავალდებულო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვირუსის გარეთ გავრცელება, რომელმაც პოტენციურად აეროზოლიზაცია განიცადოს, დარჩეს და მერე ჰაერის ნაკადმა 10 მეტრზე გადაიტანოს, მაშინ მინიმალურია. თუ ნიღაბია, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. თუ უნიღბოდ უნდა იყოს, მაშინ უნდა გამოვრთოთ კონდიციონერი. პოტენციური რისკი იზრდება და უზრუნველვყოთ განიავების სხვა მეთოდები. ჩვენ არ გვაქვს იმ ტიპი კონდიციონერები, რომლებიც გარეთ გაიწობენ. მანდატორული ნიღაბი გვაცილებს თავიდან იმ რისკებს, რაც შეიძლება იყოს ჰაერის ნაკადით გამოწვეული ინფექციის არსებობა", —განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგხსენებთ, ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო სივრცეებს კონდიციონერით მხოლოდ სესიის დაწყებამდე გააგრილებენ. ის გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები და ჩაირთვება გაგრილების სისტემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100