სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფი ევროპაში ტერაქტების მოწყობით იმუქრება

პოლკოვნიკი მუამორ კადაფი ევროპაში ტერაქტების მოწყობით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუკი ნატო ავიადარტყმებს არ შეწყვიტავს.

ამის შესახებ პოლკოვნიკმა დღეს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, მოედანზე შეკრებილი ათასობით მომხრის წინაშე განაცხადა, - იუწყება „ასოშიეტედ პრესი“.

კადაფიმ თქვა, რომ „ახლა მთავარია აჯანყების ჩახშობა“.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი(ნატო და მისი მოკავშირეები) თქვენ ასე გექცეოდნენ“ - აღნიშნა მან და დაამატა: „თუ ჩვენ მოვინდომებთ, შეგვიძლია ბრძოლა ევროპაშიც გადავიტანოთ“.

1 ივლისს ლიბიაში ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე დიდი ხელისუფლების მომხრე მიტინგი შედგა. კადაფის მომხრეთა აქცის-მიტინგი ტრიპოლში მას შემდეგ ჩატარდა, რაც საერთაშორისო სასამართლომ კადაფის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100