დაცვამ ღამით ცარიელ შენობაში ბავშვის ყვირილი და ხმაური გაიგონა, გადაწყვიტა ვიდეო გადაეღო და კადრში ისეთი რამ მოხვდა, რაც თვითონაც ვერ შეამჩნია
ვიდეო პროგრამა "ტიკ-ტოკ"-ში გავრცელდა - ღამის სმენაში მომუშავე კრემატორიუმის დაცვის წევრს ღამით ბავშვის ყვირილის, ტაშისა და მსხვრევის ხმა მოესმა. შიშის მიუხედავად, მან გადაწყვიტა დაეთვალიერებინა შენობა და თან ვიდეო გადაეღო, რათა ჩანაწერში ხმა ყველას მოესმინა.
როგორც მამაკაცი იხსენებს, ბავშვი მას ეძახდა და დახმარებას სთხოვდა. ის ცდილობდა ხმას გაჰყოლოდა, თუმცა ხმაური ერთდროულად სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა. ბოლოს კი კადრში ბავშვის გამოსახულება ჩნდება, თუმცა მამაკაცს ის არ დაუნახავს, რადგან გადაღების დროს ტელეფონს არ უყურებდა და მოზარდი მხოლოდ ჩანაწერის ყურებისას შენიშნა.
როგორც კრემატორიუმის დაცვის წევრი აცხადებს, ახლაღა ხვდება, რატომ დატოვა მოულოდნელად სამსახური თავის წინამორბედმა, რომელმაც წასვლის შესახებ ნაუცბათევის გადაწყვეტილების მიზეზი არავისთან დაასახელა.
კომენტარი