სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ტურისტების მოზღვავებას რუსული ვებ-გვერდებიც ვერ მალავენ

ტურიზმთან, დასვენებასთან, მოგზაურობასთან დაკავშირებული რუსული ვებ-გვერდები, მართალია, აქა-იქ, მაგრამ მაინც აქვეყნებენ მონაცემებს საქართველოში ტურისთტა ნაკადის აენახული მოზღვავების შესახებ. ერთ-ერთ რუსულ ვებ-გვერდზე ("touprom.ru"), რომელიც ტურიზმითა და მოგზაურობით დაინტერესებული რუსებისთვის და არამარტო მათთვის, სერიოზულ ინტერნეტგამოცემად და გზამკზლევად ითვლება, დღეს ასეთი მონაცემები გამოქვეყნდა:

წლის პირველი ნახევრის განმავლობაში აჭარას უკვე ეწვია 622,285 ათასი ტურისტი, მათგან 443, 483 საქართველოს მოქალაქეა, 178,802 კი - უცხოელი. საერთო ჯამში, ტურისტების ნაკადი ქვეყანაში 45%, ხოლო აჭარაში 61% გაიზარდა.

24 ივლისს აჭარის რეგიონში 600 000-ე ტურისტის შემოსვლა დაფიქსირდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის არ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა დიასამიძემ ისრაელიდან ჩამოსულ წყვილს: დაფნასა და რამ ორენსს საჩუქარი გაუკეთა: მათ შეეძლებათ 2012 წლის ივლისში სასტუმრო Radison Blue Batumi-ში დადგნენ.

რამ ორენმა განაცხადა, რომ ეს მისი მესამე ტურისტილი ვიზიტია საქართველოში. იგი უკვე იმყოფებოდა თბილისში, ყაზბეგსა და გუდაურში, 2011 წელს კი ბათუმის მონახულება გადაწყვიტა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100