სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ტანდემის რეიტინგი დაეცა

რუსეთში ფონდ ,,საზოგადოების აზრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრის რეიტინგები მკვეთრად დაეცა.

თუ იანვარში პრეზიდენტ მედვედევს რუსი ხალხის 55 პროცენტი უჭერდა მხარს, კვლევის მიხედვით, დღეს ეს მაჩვენებელი 43 პროცენტამდე ჩამოვიდა. პრეზიდენტის ანტირეიტინგმა კი იმატა. თუ წლის დასაწყისში მედვედევს მოსახლეობის 14 პროცენტი არ ენდობოდა, დღეის მონაცემებით, მათმა რიცხვმა 23 პროცენტს მიაღწია. მედვედევის პრეზიდენტად არჩევის დროს, მოსახლეობის 49 პროცენტი უჭერდა მხარს.

ნდობის კლების იგივე დინამიკა აღინიშნება პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინთან მიმართებაშიც. იანვარში პუტინს რუსი მოსახლეობის 63 პროცენტი უჭერდა მხარს, ხოლო ივლისის რეიტინგით, მხოლოდ 50. პუტინს არ ენდომა მოსახლეობის 21 პროცენტი (იანვარში 13 პროცნტი).

ფონდ ,,საზოგადოების აზრის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ოსლანი კრემლის ტანდემის რეიტინგის დაცემაში მედიას ადანაშაულებს.

,,ახლა ზაფხულია და პოლიტიკაშიც სიჩუმეა. პოლიტიკოსები და მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი ტელევიზიებით ხშირად არ ჩანან. თუმცა, მთავარი ის არის, რომ რეიტინგის დაცემა არა თუ მოსახლეობის უკმაყოფილების, არამედ მედიის ბრალია, რადგან ისინი ზაფხულში ინერტულნი გახდნენ და პოლიტიკურის ნაცვლად, გასართობ გადაცემებს უჩვენებენ მოსახლოებას,“–განაცხადა ,,საზოგადოების აზრის“ ხელმძღვანელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100