სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანელ როკვარსკვლავს პედოფილიის ბრალდებით 35 წელი მიუსაჯეს

ბრიტანულმა სასამართლომ დღეს 18 დეკემბერს, პედოფილიის გამო 35 წელი მიუსაჯა როკვარსკვლავ იენ უოტკინსს. მუსიკალურ ჯგუფ Lostprophets - ის სოლისტს ჯამში 13 სხვადასხვა სექსუალური დანაშაულისთვის წარუდგინეს ბრალი.

უოტკინი 2012 წლის დეკემბერში დააკავეს, გამოძიების პროცესში როკვარსკვლავმა რამდენიმე დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ნანობს. თუმცა Lostprophets-ის სოლისტი ირწმუნება, რომ ბავშვთან სექსუალური კონტაქტი არ ჰქონია.

აღსანიშნავია ისიც, რომ იენ უოტკინსთან ერთად ბრალდებულის სკამზე 2 გოგონა იჯდა, მათი დანაშაულისა და ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება თუმცა ცნობილია, რომ ერთი გოგონა 21 წლისაა მეორე 25-ის. მათ სასამართლომ 14 და 17 წელი მიუსაჯა.

რაც შეეხება ჯგუფ Lostprophets-ის ის 1997 წელს შეიქმნა და ერთი წლის წინ სოლისტის დაპატიმრების გამო დაიშალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100