ეჭვი შეიძლება იყოს, რომ ადამიანების ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ორი დღის განმვალობაში, დაახლოებით 3000-მა ადამიანმა ჯავშანი გააუქმა. გამყრელიძის განმარტებით, IT სამსახურებთან ერთად გაუქმების მიზნებს შეისწავლიან.
"ეჭვი შეიძლება იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს. თუმცა არის მეორე, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან მესამე მიზეზი, დაჯავშნილი ჰქონდათ მაგალითად სინოფარმზე და შემდეგ გადაჯავშნეს ფაიზერზე", - აღნიშნავს გამყრელიძე.
ამ დროის მონაცემებით, რეგისტრაციის პორტალზე booking.moh.gov.ge "ფაიზერზე" 3 659 ადგილია თავისუფალი, "სინოვაკზე" 67 294 "სინოფარმზე" 77 975, ხოლო "ასტრაზენეკაზე" 17 555 ადგილი.
კომენტარი