სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძე: „ავტობუსების პარკი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.“

თბილისის მერი ავტობუსების ჩანაცვლებაზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისში არსებული 700-მდე ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. შესაბამისად, ეს ავტობუსები არ არის მწყობრში და მათი გადაადგილება დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ტრანსპორტს ხაზზე მოძრაობა არ შეუწყვიტავს.

მუნიციპალური ტრანსპორტი გამონაბოლქვისა და, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. თბილისის მერია რამდენიმე კვირაა საუბრობს ყვითელი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლებაზე. კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამბობს, რომ პროცესს 2-3 წელი დასჭირდება.

„ავტობუსების პარკი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, ვსაუბრობთ 700 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე. ეს პროცესი გაწერილი იქნება და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ძველი ავტობუსები ჩანაცვლდება,“ - აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100