სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული პარტია" აქციას იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას ექნება ადგილი

"ქართული პარტია" დღეს "სახალხო კრების" მიერ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას დააკვირდება და აქციას იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას ექნება ადგილი.

"ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნდა კონსოლიდაცია და გაერთიანება, მაგრამ რადგან კრებას მიაჩნია, რომ საკმარისი ძალა აქვს აქციების გამართვის თუ არა, დაწყების მაინც, ჩვენ მოვლენათა განვითარებას დავაკვირდებით. კმაყოფილები ვიქნებით, თუ კრება მიზანს მიაღწევს და მმართველ რეჟიმს გადააყენებს, ხოლო თუ ეს ვერ მოხერხდება, "ქართული პარტია" მზადაა, ამის შემდგომ დასახული მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. დღეს კი აქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევუერთდებით, თუ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას ექნება ადგილი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ბუნებრივია, ხალხის გვერდით დავდგებით" - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა და აქვე განმარტა, რომ "ქართულმა პარტიამ" "სახალხო კრების" პარალელურად აქცია "განგებ, იმ მიზნით არ დანიშნა, რომ საზოგადოებაში დაბნეულობა თავიდან აეცილებინა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100