სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

iPhone X-ის გაყიდვები საქართველოში 5 ნოემბრიდან იწყება

საქართველოში iPhone X-ის გაყიდვები 5 ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მაღაზიათა ქსელ iPhone+ში აცხადებენ, iPhone X-ის ექსკლუზიური მოდელი, 29 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქემ, iPhone X-ის აშშ-ში გაყიდვების დაწყებიდან ხუთი დღით ადრე, 19 999 ლარად შეიძინა.


iPhone+ში iPhone X-ის ფასი საშუალოდ 4999 ლარი იქნება და აღნიშნულ მოდელზე დეფიციტის შემცირებასთან ერთად ფასიც დასტაბილურდება.


“ჩვენ როგორც ყოველთვის, საქართველოში პირველები წარვუდგენეთ მომხმარებლებს ახალ iPhone X-ს. გამომდინარე იქიდან, რომ iPhone X ბაზარზე ჯერ-ჯერობით დეფიციტურია მისი ღირებულება საშუალოდ 4 999 ლარი იქნება, რამდენიმე კვირაში კი, ველოდებით ფასის დასტაბილურებას.


აღსანიშავია, რომ iPhone X, ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, საქართველოს მოქალაქემ ჩვენი მაღაზიის მეშვეობით შეიძინა”, - აცხადებენ iPhone+-ში.


გარდა ამისა, iPhone+ მომხმარებლებს Apple-ის პროდუქციაზე ოფიციალურ გარანტიას სთავაზობს. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, iPhone+ში შეძენილ Apple-ის პროდუქციას საერთაშორისო ერთ წლიანი გარანტიაც აქვს.


iPhone X ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა 8 სექტემბერს წარადგინა. მას უკვე უწოდეს მომავლის სმარტფონი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100