სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

33 წლის სამი შვილის დედა ლეიკემიას ებრძვის - ანას სიცოცხლისთვის 84000 ლარი ესაჭიროება და დახმარებას ითხოვს

33 წლის სამი შვილის დედა ლეიკემიას ებრძვის - ანას სიცოცხლისთვის 84000 ლარი ესაჭიროება და დახმარებას ითხოვს.

ანა ვანიძე 33 წლისაა, მას ჰყავს ულამაზესი ოჯახი - მეუღლე და სამი არაჩვეულებრივი, მცირეწლოვანი შვილი. ანას დაუდგინდა T ლიმფო ბლასტური ლეიკემია/ლიმფომა. მკურნალობის დაწყება აუცილებელი გახდა თურქეთში, ანკარის ერთ-ერთ კლინიკაში. დიაგნოზის დასმიდან მეორე დღესვე ანა მეგობრების დახმარებით გაემგზარვა თურქეთის დედაქალაქში.

მას სამკურნალოდ ძალიან დიდი თანხა ესაჭიროება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტომ და ქ. თბილისის მერიამ შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიეს დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ თანხა საკმარისი არ არის.

‘’თქვენ მე საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მომიყვანეთ და ისე დამიმტკიცეთ, რომ ყველაზე დიდი და მთავარი ადამიანობა და სიყვარული არსად დაკარგულა, არსებობს და სწორედ ამიტომ ვარ იქ, სადაც ვარ.... ერთ დღეში მოახდინეთ მართლაც რომ სასწაული - მოსემ თუ მდინარე გააპო და ხალხი გაატარა, თქვენ მდინარეზე ადამიანების უზარმახარი ტალღა აღმართეთ და ისე გადმომისროლეთ 9 მთას იქეთ, ჩენდა საკეთილდღეოდ....’’ - წერს ანა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

დავეხმაროთ ამ კეთილშობილ ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში... მისი ანგარიშის ნომერია: GE33BG0000000790857900 (USD; UER; GBP; GEL) საქართველოს ბანკი, მიმღები ანა ვანიძე. მაგთისა და ბილაინის აბონენტებმა (მათ შორის კორპორაციულებმაც) გთხოვთ დარეკოთ 1 ლარიან ნომერზე: 0901701075 დიდი მადლობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100