უიტნი ჰიუსტონი "ქსანაქსის" გადაჭარბებულ დოზას ემსხვერპლა (ვიდეო)
სულ ბოლოს უიტნი ჰიუსტონი 9 თებერვალს, „გრემის“ დაჯილდოებაზე, საჯარო გამოსვლისას ნახეს: მან სცენაზეც კი იმღერა, თუმცა, დარბაზში დიდხანს არ დარჩენილა - თაყვანისმცემლებს ხელი დაუქნია და სცენიდან ჩავიდა, მოგვიანებით კი თავზე ხელებშემოჭერილი და ტკივილისგან შეწუხებული უიტნი ჰიუსტონი სამოყვარულო კამერამ გადაიღო. ის სასტუმროს ნომერში გააცილეს, 24 საათის შემდეგ კი იმავე სასტუმროს ნომერში პირადმა მცველმა გარდაცვლილი იპოვა...
ცოტა ხნის წინ კი ამერიკულ მედიაში სენსაციური ცნობა გავრცელდა: მომღერლის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ საჯარო გამოსვლების დროს უიტნი ჰიუსტონი პრეპარატ "ქსანაქსს" დიდი დოზით იღებდა, რამაც, საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია.
"ქსანაქსი" ძლიერმოქმედი ანტიდეპრესანტია, რომელსაც ჰიუსტონი რეგულარულად იღებდა ბობი ბრაუნთან განშორების შემდეგ. მან წინაღამით აბები ალკოჰოლთან ერთად მიიღო, რაც "სასიკვდილო კოქტეილი" აღმოჩნდა მისთვის. "ქსანაქსის" ალკოჰოლთან ზემოქმედება დამანგრეველ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, აძლიერებს პრეპარატის სედატიურ მოქმედებას იმდენადაც კი, რომ ზოგჯერ ადამიანს ზეზეულად სძინავს...
კომენტარი