სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“მხოლოდ შენი სახელი დაგვიტოვა ულმობელმა და დაუნდობელმა სიკვდილმა. 2019 წლის 17 იანვარს მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა. ტრაგიკულად დაასრულე შენი სიცოცხლე"

რასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტის იმედის“ ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, 42 წლის მადონა ჩარკვიანის შესახებ წერს.

სიხარულიძის ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ ვირუსს ემსხვერპლა.

“მხოლოდ შენი სახელი დაგვიტოვა ულმობელმა და დაუნდობელმა სიკვდილმა. 2019 წლის 17 იანვარს მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა. ტრაგიკულად დაასრულე შენი სიცოცხლე.

ვაი, რომ ძალიან ძნელია და უზომოდ ტკივილიანი ეს დღე შენი უბედური ოჯახისთვის.

რა დაუნდობელი ყოფილა ეს ცხოვრება. ნუთუ არ შეიძლებოდა, ეს ვირუსი გადაგეტანა... ყველას ემახსოვრება შენი დიდი სითბო და სიყვარული.

ავბედითი დღეა დღეს... ულმობელმა სიკვდილმა გაგვტაცა შენი თავი. ყველასთვის კარგი და კეთილი ადამიანი იყავი. ალბათ, უფალმაც ამიტომ გადაგიყვანა თავისთან, მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი.

ყოველთვის მოგიგონებთ და გვემახსოვრები. ვერავინ და ვერაფერი შეცვლის შენს ადგილს. ჩვენს დამსხვრეულ გულებში შენი სიყვარული ყოველთვის იცოცხლებს. მხოლოდ მოუშუშებელ იარად დაგვრჩება შენი არყოფნა.

შენი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ყოველთვის ემახსოვრებათ შენი ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, ჩვენო უიღბლო, ჩვენო გაუხარელო, ჩვენო უსახელო გმირო ქართველო ემიგრანტო...“- წერს სიხარულიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100