სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰილარი კლინტონი თანამდებობიდან მიდის

მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ქალი-პოლიტიკოსი გეგმავს თანამდებობიდან გადადგომას და საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ადგილის დასაკავებლად.

ამ პოსტის დაკავება ჰილარი კლინტონს სურს, - განაცხადა წყარომ, რომელიც დაახლოებულია კლინტონის ნდობით აღჭურვილ პირებთან და რომლებიც თეთრ სახლთან მოლაპარაკებას კლინტონის სახელით წარმართავენ.

ამასთან, წყარო იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა უკვე საქმის კურსშია სახელმწიფო მდივნის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დაგეგმილია, რომ ამ თანამდებობას ჰილარი კლინტონი 2012 წლიდან დაიკავებს, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გაუშვებენ მსოფლიო ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს, რობერტ ზელიკს.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებდა, რომ არ აპირებს თანამდებობა 4 წელზე მეტი ხნით დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე 2009 წლიდან მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100