ბადრი ჯაფარიძე - "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის ოკუპაციის საკითხი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოხსნა
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ოკუპაციის საკითხი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოხსნა.
„ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ბოლო 8 წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ. არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა დეოკუპაციის პროცესის დაწყებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისთვის.
“ქართულმა ოცნებამ“ ეს საკითხი საერთაშორისო არენაზე დღის წესრიგიდან მოხსნა და მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში აღარ არის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "ლელო საქართველოსთვის" დეოკუპაციის საკითხზე აქტიურ მუშაობას დაიწყებს.
კომენტარი