გაზის გაჟონვის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ქალაქ ვისახაპატნამში პოლიმერების ქარხანაში გაზის გაჟონვის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოებში ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან გადაყვანილი, მათ თვალების წვა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ. გაზი სწრაფად გავრცელდა, ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობა პანიკაში გაიქცა. სავარაუდოდ აირი 3 კილომეტრის რადიუსზე გავრცელდა, ამიტომ ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ქარხანა კორონავირუსის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ გაიხსნა. ინციდენტის მიზეზს სპეციალისტები არკვევენ.
კომენტარი