სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანია’’ -ს წარმატებული ვიზიტი ჩინეთში SIAL China-ს გამოფენაზე

სსქართული დუდის კომპანიამჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ SIAL China-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც გარკვეული საქმიანი წინადადებებიც მიიღო.

კომპანიის ექსპორტის მენეჯერი ლევან ოსეიფაიშვილი ამბობს, რომ ჩინეთშიქართული ლუდის კომპანიისპროდუქციის გატანაზე, ამ დროისათვის, 15-მდე კომპანიასთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები.

„China International Import Expo -ზე სრული ასორტიმენტით ვიყავით წარმოდგენილები. წინასწარ 10-მდე კომპანიასთან გვქონდა ჩანიშნული შეხვედრა, ესენი იყვნენ ძირითადად დისტრიბუტორები. თუმცა ადგილზე გაირკვა, რომ სსქართული ლუდის კომპანიისპროდუქციით 50 კომპანია იყო დაინტერესებული. საუბარია, როგორც დისტრიბუტორებზე, ასევე ქსელური მარკეტებია და ონლაინ მაკეტების წარმომადგენლებთან. ჩინეთში ონლაინ პლატფორმა ძალიან პოპულარულია და რომლის საშუალებითაც ხდება კონტაქტების დამყარება სხვადასხვა კომპანიებთან. მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდში, ჩინეთის 15 კომპანიასთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები“, აცხადებს სსქართული დუდის კომპანიისექსპორტის მენეჯერი.

როგორც სსქართული დუდის კომპანიისმენეჯმენტი აცხადებს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდგომ ჩინურ ბაზარზე პროდუქციის საცდელი რაოდენობა გაიგზავნება.

სსქართული ლუდის კომპანიისათვისდა ზოგადად საქართველოსთვის ჩინური ბაზრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩინეთი დიდი ბაზარია და ჩვენთვის მისი ათვისება საინტერესო და დიდი წარმატება იქნება. მით უმეტეს, რომ ჩინეთის ბაზარი არის უკვე გზა აზიის სხვადასხვა ბაზრებისკენ. როდესაც პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე შედის, ეს მის ცნობადობას და პოპულარიზაციას ზრდის და სხვა ქვეყნებიდანაც ჩნდება ინტერესი“, აცხადებს ლევან ოსეფაიშვილი.

წლის ბოლომდე სსქართული ლუდის კომპანიაკიდევ 3 უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100