სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. გარშემო მყოფებს სასიხარულო ამბები გაუზიარეთ. საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. საღამოს დაისვენეთ, გამოიძინეთ.

კურო
პირადი ურთიერთობებიც გაგიუმჯობესდებათ და პროფესიულიც. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნეთ.

ტყუპი
გარშემო მყოფებს განწყობის გაუმჯობესებაში დაეხმარეთ და ისინი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, დღის მოვლენებისგან დაისვენეთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. განახლდება ძველი საქმეები. პირადი ურთიერთობაში "თაფლობის თვე" დაგიდგებათ.

ლომი
კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. პირად ცხოვრებაში საინტერესო ცვლილებები გელით, საყვარელი ადამიანი იდეებით გაგაოცებთ.

ქალწული
მეტად ჩაერთეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ლიდერის თვისებებს რაც უფრო მეტად გამოავლენთ, მით მეტ სიმპათიას დაიმსახურებთ კოლეგებში. ოჯახის წევრების მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ.

სასწორი
ახლობლები თხოვნებით აგავსებენ. საკუთარი თავისგან ზედმეტს ნუ მოითხოვთ, შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედეთ. საყვარელ ადამიანთან ერთად საღამოს კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით.

მორიელი
ვარსკვლავები საინტერესო მოვლენებით დატვირთულ დღეს გპირდებიან. ახალ საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. საღამო ახლობლებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
ახლობლები თქვენზე ზრუნავენ, კოლეგები საქმეების მოგვარებაში გეხმარებიან, დატკბით ცხოვრებით, მეტად გაიღიმეთ.

თხის რქა
მეგობრების დახმარებით მთებს გადადგამთ. შუადღის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მერწყული
შეხვედრებისა და გაცნობის დღეა. დაუმეგობრდებით გავლენიან ადამიანებს და მათგან პერსპექტიულ შემოთავაზებებს მიიღებთ. ახალი ამბები ნათესავებსაც გაუზიარეთ.

თევზები
დღეს ფორტუნა გიღიმით. ახალ საქმეებსაც დაიწყებთ და მიმდინარეებსაც წარმატებით გააგრძელებთ/დაასრულებთ. ოჯახის წევრების მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100