სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთს ლედი გაგაც კი აკრიტიკებს

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა იმ ქვეყნების ხელისუფლებებს აკრიტიკებს, სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებები ილახება.

სხვა სახელმწიფოებს შორის ლედი გაგას კრიტიკის ობიექტი გახდა რუსეთიც.

როგორც იტალიაში Circo Massimo-ს სტადიონზე გამართულ გეი აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მომღერალმა განაცხადა, სამწუხარო რეალობას წარმოადგენს ის, რომ ჰომოფობია და სექსუალური უმცირესობების შევიწროვება ხდება.

ჰომოფობიის გამო ლედი გაგამ რუსეთის, ლიბანის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება გააკრიტიკა და როგორც მსოფლიო მოქალაქემ, გამოთქვა სურვილი საერთო მიზნის, მთელს მსოფლიოში სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევის შესახებ.

ევროპული ფესტივალის Europride-2011-ის ფარგლებში ჩატარებულ აღლუმში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100