სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 სტერეოტიპი ურთიერთობის შესახებ, რომელიც უკვე აღარ გამოგადგებათ

ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა მუდამ განხილვისა და კამათის საგანია. აქ თავისებური ირაციონალური მექანიზმი და კულტურული კოდი მოქმედებს, რომელიც მუდმივი არაა და ხშირად იცვლება. ის, რაც 10 წლის წინ ურთიერთობის მთავარ დეტალებად ითვლებოდა, დღეს მხოლოდ წვრილმანებია. წარმოგიდგენთ სტერეოტიპებს, რომლებიც ადრე კანონზომიერებას წარმოადგენდა, დღეს კი უბრალოდ არ არსებობს:

ქალის ძალა მის სისუსტეშია

ამას ჯერ კიდევ შექსპირი და დიუმა ამბობდნენ. ქალი საკუთარ სისუსტეს კარგად იყენებდა, რათა სასურველისთვის მიეღწია. სინამდვილეში ურთიერთობებში ქალის ძალა პარტნიორისადმი მოპყრობაში მდგომარეობს - მის გაგებაში, სითბოს გაცემასა და სიყვარულში. სწორედ სიყვარულითა და მოფერებით მიაღწევს იმას, რაც სურს, მაგრამ ის არასდროს იქნება დაუცველი და უსუსური.

ურთიერთობა - ეს მძიმე შრომაა

წყვილს არაფერი აძლევს იმაზე მეტ ძალას, ვიდრე პრობლემებთან საერთო ძალით გამკლავება. თუ ურთიერთობაში სიმძმე შემოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. ურთიერთობა სულაც არ არის მძიმე შრომა, პირიქით - ყველაზე დიდი ბედნიერებაა იმის განცდა, რომ საყვარელ ადამიანს ბედნიერებას ანიჭებ და ცხოვრებას ულამაზებ.

მამაკაცებს „სწერვა“ ქალები მოსწონთ

ეს სტერეოტიპიც დიდი ხანია სანაგვის მსხვერპლი გახდა. სავარაუდოდ, ეს მხოლოდ მოსაზრება იყო ყოველთვის და მამაკაცებს არასდროს მოსწონდათ „სწერვა“ ქალები. არავის სურს კონფლიქტურ ქალტან ურთიერთობა. ზოგიერთისთვის „სწერვობა“ ტემპერამენტთან ასოცირდება და ალბათ ეს გახდა ამ სტერეოტიპის დაბადების საფუძველი.

მამაკაცებს ძლიერი ქალის ეშინიათ

ამ სტერეოტიპმაც თავისი დრო მოჭამა, რადგან თუ ადრე ძლიერი ქალი იშვიათი მოვლენა იყო, ახლა ყოველი მეორე ქალი დამოუკიდებელი და შესაბამისად ძლიერია, ასე რომ მამაკაცებმა მათი შიში ნელ-ნელა დაძლიეს. ახლა უფრო სწორი შენიშნვა იქნებოდა - ძლიერ ქალებს სუსტი მამაკაცების ეშინიათ. როგორც ამბობენ, ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას.

ყველა ქალი ოცნებობს დაოჯახებაზე

სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ყველა ქალის მთავარი მამოძრავებელი აზრი ოჯახის შექმნა და შვილების ყოლაა, მცდარია. პრიორიტეტებმა ადგილები შეიცვალა და ახლა უფრო დიდი მოთხოვნა კარიერის მოწყობაზეა. თანაც, დღეს უკვე თანაცხოვრება ხელმოწერისა და ჯვირსწრის გარეშეა შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100