"მე მისგან თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი..." - ყოფილი მოდელი დონალდ ტრამპს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ყოფილმა მოდელმა და მსახიობმა ემი დორისმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
დორისის მტკიცებით, შემთხვევა 1997 წელს ნიუ-იორკში, ჩოგბურთის ღია ჩემპიონატის დროს მოხდა. როგორც ქალი ამბობს, ის შეჯიბრზე თავის შეყვარებულთან ერთად მივიდა, რომელიც ტრამპის მეგობარი იყო. ემი დორისის თქმით, რაღაც მომენტში ის ტუალეტში შევიდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ტრამპს შეეჩეხა. ქალის მტკიცებით, მოკლე დიალოგის შემდეგ, მომავალმა პრეზიდენტმა მას ჩახუტება და კოცნა დაუწყო.
„მე მისგან თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი, ის კი ხელს მკიდებდა მთელ სხეულზე“, - იხსენებს მოდელი, რომელიც მაშინ 24 წლისა იყო.
ისტორიის მეტი დამაჯერებლობისთვის, ემი დორისმა ჟურნალისტებს ჩემპიონატის ბილეთი და იმ დღეს დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტოც აჩვენა.
კომენტარი