სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეთოდი, რომლითაც კადაფის გაუსწორდნენ, ბარაკ ობამას არ მოსწონს, მაგრამ...

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურმალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ მოეწონა მეთოდი, რომლითაც მუამორ კადაფის გაუსწორდნენ, თუმცა, დაამატა, რომ ლიბიის ყოფილი ლიდერის აღსასრული მკვეთრი გზავნილია მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვისაც.

ბარაკ ობამას თქმით, „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ კადაფის საშუალება ჰქონდა, ხელისუფლების წნეხი ხალხზე შეემცირებინა და დემოკრატიული რეფორმები წამოეწყო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. „ვაშინგტონმაც არაერთი შესაძლებლობა მისცა მას, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაეცვა და დემოკრატიისკენ გადახრილიყო, მაგრამ მან ძველი გზა აირჩია. ის მეთოდი, რომლითაც კადაფის გაუსწორდნენ, შეუძლებელია მოგეწონოს, მაგრამ მისი აღსასრული მკვათრ გზავნილად უნდა აღიქვას ყველა დიქტატორმა მსოფლიოში, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს“, - ამბობს ბარაკ ობამა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100