"პირდაპირ მოდით და არა უკნიდან, თავებს დაგიტეხავთ"
მომღერალი დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელში აგრესიულ სტატუსს აქვეყნებს, იმის შესახებ თუ როგორ იჩხუბა ერთი თვის წინ სამ ადამიანთან და როგორ დაუბრუნა მათ ხურდა. ხუჯაძის პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„ერთი თვის წინ მომივიდა ჩხუბი სამ ტიპთან, სიმართლე გითხრათ არც ვიცი რის გამო მოხდა. ვის არ უცჩუბია, მაგრამ ეგ კიდე განმეორდა რამოდენიმეჯერ და მინდა ვუთხრა რომ უკვე 1-1 ია. მაინტერესებს როგორ გრძნობს თავს ერთ-ერთი იმათგანი და შემდეგში 2-1 იქნება ჩემს სასარგებლოდ, თავებს დაგიტეხავთ! თუ კაცები ხართ პირდაპირ მოდით და არა უკნიდან მაგრამ მაგდენი კაცობა სად გაქვთ!“ - წერს მომღერალი პირად ფეისბუქ გვერდზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ დრონი.ჯი ხუჩაძეს ჩხუბის ფაქტთებთან დაკავშირებით კომენტარისთვის დაუკავშირდა, მაგრამ მომღერალმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.
კომენტარი