საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გასულ ღამეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთით, 1 კილომეტრის მოშორებით, სოფელი ჟაშქვასთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
კომენტარი