სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არ შეგეშალოს, სიყვარულს არ გიხსნი...

სიყვარულის ახსნა
რაღაცით ილიას განდეგილს ვგავარ, შენ კი მწყემს გოგოს, რომელიც, შემთხვევით მის სენაკში მოხვდა. განდეგილის შეცდომა იყო, გოგოს ხორციელი სიყვარულის თვალით შეხედა, რის გამოც დაკარგა სინათლის სხივი. მე არ ვაპირებ სინათლის სხივის დაკარგვას.
შენი თვალები უძირო ზღვაა. რამდენჯერმე ჩავყვინთე შენს თვალებში. ფსკერს ვერ მივაღწიე, მაგრამ შორიდან უამრავი მარგალიტი დავლანდე... ბოლო დროს, შენს თვალებს, რატომღაც სევდა შემოეპარა-სევდიანი გახდა.
არ შეგეშალოს, სიყვარულს არ გიხსნი.
რატომ?
სიყვარულს გიხსნი არა ხორციელს, არამედ სულიწმიდის სიყვარულს. ზღვის ქაფიდან გამოსული-ქალღმერთ აფროდიტეს სიყვარული ხორციელია, მომაკვდავია, როგორც ადამიანის სხეული, რამეთუ იბადება და კვდება. რომეო და ჯულიეტას რომ ეცოცხლათ, მათი ამაღლებული სიყვარული გახუნდებოდა და მოკვდებოდა. ხორციელი სიყვარული ხრწნას და სიკვდილს ემორჩილება. მე უკვდავ სიყვარულს გიხსნი, ღმერთი სიყვარულია! მე კი შეწირული ვარ ღმერთზე, სიყვარულის მონა და მსახური ვარ. სიყვარულის ახსნა ჩემი პროფესიაა, ჰოდა გიხსნი!
შენი თვალები უძირო ზღვა...
''გწერს ვინმე, გლახა თამაზა, ერთ-ორ ლამაზა''(ბესიკ გაბაშვილი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100