სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდს Facebook-ში ჰაკერებმა შეუტიეს

საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალური გვერდი ჰაკერული შეტევის გამო, დროებით, რამდენიმე საათით იყო დაბლოკილი. ოფიციალური გვერდის აღდგენა მალევე მოხერხდა და ახლა, ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას. - ამის შესახებ თავად პრეზიდენტი, საკუთარ გვერდზე იუწყება.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი "ფეისბუქში", რომელიც დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიხსნა და უკვე 3.000-ზე მეტმა ადამიანმა მოიწონა, კიბერთავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც გვერდის შექმნის შესახებ ინფორმაცია მას-მედიით გავრცელდა. ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მაშინვე აიტაცა უცხოურმა, მათ შორის რუსულმა მედიამაც.

გვერდის გახსნიდან დაახლოებით ორ საათში იგი კიბერშეტევის შედეგად დაიბლოკა, თუმცა, სპეციალისტებმა მისი აღდგენა ისე მოახერხეს, რომ მონაცემთა ბაზა დაზიანებული არ არის. გვერდი ამ ბმულზე ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100