სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გასული კვირის TOP 10 მსოფლიო მოვლენა

გთავაზობთ გასული კვირის (10-17 მარტი) ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებმაც მსოფლიო პრესისა და საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა.

საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში. მსოფლიოში უმსხვილეს კუნძულს საპარლამენტო არჩევნებმა ორი სიურპრიზი მოუტანა. პირველი - გაიმარჯვა ოპოზიციურმა, სოციალურ დემოკრატიულმა პარტიამ და მეორე პირველად გრენლანდიის ისტორიაში პრემიერ მინისტრი გახდა ქალი ალეკა ხამონდი.

ინდოეთში მორიგი ჯგუფური გაუპატირების ფაქტი მოხდა - ამჯერად შვეიცარელი ტურისტული წყვილი დაზარალდა. ადგილობრივმა სოფლის მცხოვრებლებმა წყვილი გაქურდეს, ქმარი სასტიკად სცემეს, ხოლო ცოლი გააუპატიურეს. თავდასხმაში 10 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი უკვე დაკავა. მათ ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

მსოფლიო ჩემპიონატი გუნდურ ჭადრაკში. ჩემპიონატს ასტანამ უმასპინძლა. პირველი ადგილის მფლობელი უკრაინელ ქალთა გუნდი გახდა.მეორე ადგილზე გავიდა ჩინეთის გუნდი, რომლებიც წინა სამი წელი შეუცვლელი ჩემპიონები იყვნენ. მესამე ადგილი კი რუსეთიმა დაისაკუთრა.

ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში. ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა ამჯერად არა ბრიტანეთის არამედ კანადის ქალაქ ლონდონში. გამარჯვებულთა შორისაა: რუსეთი, ა.შ.შ,ყაზახისტანი.

ჩილეში მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპი ამუშავდა. ჩილეს უდაბნო ატაკომაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონომიული ობსერვატორია’’ ALMA’’ამოქმედდა. პროექტი 1.5 მილიარდი დოლარი დაჯდა, მაგრამ მეცნიერების აზრით ეს თანხა დიდ მიზნებს მოხმარდა.

რიგით 266 რომის პაპი 76 წლის არგენტინელი ხორხე მარიო ბერგოლო გახდა. საეკლესიო წრეებში ის კონსევატორად ითვლება, ყოველთვის ერთსქესიანი ქორწინების და კონცეპტრაციების წინააღმდეგი იყო. ხორხე მარიო ბერგოლო არის პირველი იეზუიტი რომის პაპი. მისი პიროვნებიდან გამომდინარე პროგნოზირებენ, რომ ვატიკანში აღარ იქნება ჩვეული მოწყენილობა.

ჩინეთში ახალი მთავრობის ხელმძღვანელი აირჩიეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ახალი ლიდერის პოსტზე, სი ცზინპინი აირჩია. რომელიც ამ თანამდებობაზე უახლოესი 10 წლის განმავლობაში დარჩება.

უგო ჩავესის ცხედარი დაასაფლავეს. ვენესუელის პრეზიდენტის ცხედარი ბევრი მსჯელობის შემდეგ მიწას მიაბარეს. იყო მოსაზრება მისი ბალზამირების შესახებ თუმცა საბოლოოდ მაინც დაკრძალვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული

კოსმოსური ხომალდიТМА-06М ყაზახისტანში დაეშვა: ეკიპაჟი 2012 წლის 23 ოქტომბრიდან კოსმოსში იმყოფებოდა. დედამიწას დაუბრუნდა 3 კოსმონავტი- ოლეგ ნოვიცკი, ებგენი ტარელკინი და კივენ ფორდი.

სირიის გენერალი ქვეყნიდან გაიქცა. გენერალი მუხამედ ხალუფი შვილთან ერთად სირიიდან იორდანიაში გაიქცა. გაქცევის მიზეზად ორი ვერსია სახელდება პირველი: ქვეყანაში სამოქალაქო ომი, ხოლო მეორე კორუმპირებულ გენერალს ‘’მოსაპარი’’ აღარაფერი დარჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100