ქალმა მეგობარი მამაკაცი დანით დასერა და მოკლა - ჩხუბის დროს ორივე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ
მეგობარი მამაკაცის მკვლელობისთვის მოსკოვში მედდა დააკავეს.
დანაშაული 22 აპრილის ღამეს, კალინინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა 53 წლის მამაკაცის ცხედარი, მკერდზე დასერილი ჭრილობებით იპოვეს. მამაკაცი სამართალდამცავების მისვლამე დაახლოებით 20 წუთით ადრე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 48 წლის, მოსკოვის 29-ე კლინიკური საავადმყოფოს N. E. Bauman-ის ექთანია.
მან დაკითხვის დროს განაცხადა, რომ მამაკაცთან იჩხუბა. ამავდროულად, ორივე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი